პოეზია · ლირიკა
აქ ერთ დროს
აქ ერთ დროს რეკავდნენ ზარები თამამიდა თითქოს დიდებას ამბობდნენ ღმერთების,აქ ერთ დროს ილოცდნენ წმინდანი მამანიდა ბოლოს დასტოვეს მონასტრის კედლები.
და ბოლოს დასტოვეს მონასტრის არენი -სიკვდილის ჟამმა თუ დარეკა,ქარსა და ქვიშაზედ უმიზნოდ ნარენი,ქარმა და ქვიშამვე წალეკა.
დაინგრა მონასტრის ზეცა და გუმბათი,დაინგრა კარები აღსავლის,დადუმდნენ ზარები და დუმილს უმატესდა ხმა არ ისმოდა არსაით.
წავიდა წვიმა და მოვიდნენ ქარები,წვიმები, ქარები მეასედ,ციოდა მარიამს და დედის მკლავებშიციოდა პატარა იესოს.
1952