↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * სადღაც მოკვდა თარი მძიმედ

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8597 ნახვა

—
სადღაც მოკვდა თარი მძიმედ,ისევ აღსდგა მკვდრეთით ბოლოს,დღეს ნურავინ დავიძინებთ,ღვინო ვსვათ და გავაბოლოთ.გავაბოლოთ ყალიონი,გავაბოლოთ ერთად ყველამ,ღვინო უნდა დალიონო,ასე ბრძანა ქალპეპელამ.ასე ბრძანა ქალპეპელამ,ბანი მისცეს არიფებმა,ღვინო უნდა შესვათ ყველამ,არ დავლიოთ, არ იქნება,არ დავლიოთ, არ იქნება,არ იქნება, არაფრითა,ვერარავინ გაგვიქრება,ვერვინ გავა კარებიდან.ვერვინ გავა კარებიდანდა თუ გავა, მოვა ბოლოს,გაიხაროთ დალევიტა,ღვინო ვსვათ და გავაბოლოთ.
1953
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი