↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ვერმოსვენება ლექსით

ჩანტლაძე შოთა

2021-04-131 წთ საკითხავი8593 ნახვა

—
ვერმოსვენება ლექსით,მერე გავარდნა ქარში,ქარში ძახილი გესმის,ქარში ჭიხვინი რაშის.ბედუინების სევდადა წარმართების გლოვაქარში კვალდაკვალ მდევდა,ქარში მეორედ მოვა.სული იძახის: ვლიდე!მივალ, მომყვება ქარი.არ არის ქვეყნის კიდე.არ არის ქვეყნის კარი.მივალ, შემხვდება ზეცა,გზას დამილოცავს წვიმა,გზას დამილოცავს მზეცა,გზადალოცვილი მივალ.მივალ, არ ვიცი, საითსაიდან მოველ, როლს...ქარი იძახის მაინც:მოდის, ო, მოდის, მოდის!
1956
ჩანტლაძე შოთა

ჩანტლაძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი