პოეზია · ლირიკა
ბოდო
შენც ზუსტად ასე მარტო ყმუი,ჩემსავით, ვიცი.არ გელოდები, მკვდრები უკანაღარ მოდიანდა მკვდრების მსგავსად, მეცასევე არავინ მიცდის.ორმოში ვზივარ და ეს ლექსიცძველი ბოდოა.ახლა ყველაფერს (არ ვამეტებ)ფასი აქვს ჩალის,პათეტიკამდე დაქაჩული ყველაქმედებადა ყველა სიტყვა ტვინშისისხლად ჩამექცეს ლამისდა ისიც ვიცი, ამ ლექსს ფასი არდაედება -არც უფასოა, აღარც ძვირი, აღარციაფი,თავისთვის ცხოვრობს - ხანმღვრიე და ხანაც მდორეა.და თუკი ცაზე ერთი კგ. შუქიკიაფობს,აღარც ესაა ჩემთვის ახლა შველა.ქორეასჭირთ ხეებს თითქოს.ჩავაშტერდი ყრუ ქვაფენილებს.ნივალურია ჩემს ქალაქში ახლაამინდი.აწმყოც კისერზე კაშნესავითმაქვს შემოფსკვნილი,არ ველოდები, რომ ოდესმე ვინმედამინდობს.არც არასოდეს მწამდა ბევრიადამიანის,ან უფრო სწორედ, მწამდა,მაგრამ გამიქრა რწმენა.მწამდა ხელების, ორ ხელს -სადენს როცა მიადებდა როგორც ტანში გაჟრჟოლება,გადადის დენიდა ვატი სრული შეშლილობის --ანუ ინსულტი...არ მჯერა, როცა სიმშვიდისგანსახეც არ უკრთით,როცა ცდილობენ, შენზე უფრონელა ისუნთქონ,რომ წვრილმანები შეაფასონ, არდარჩეთ უთოჩართული სახლში. გაისწორონ ანდაიხურონქუდი სწორად და თავის დროზეშეაღონ კარი,და არასოდეს არ ევსებათმოთმენის სურა.და სწამთ, რომ ღიაფანჯრებამდე, ჯერ ფარდა არის...არ მჯერა მათი, ძაღლის ხმაზერომ ეღვიძებათ,ან გვიან ღამით ქუჩაში რომ არგამოდიან...მჯერა იმის, რომ დედამიწამარცხნივ ირწევადა ქარიშხლები ჩემს ხმაზეაგადაწყობილი.ჰოდა, ამიტომ აღარ ვიცი, უკვერაღა სჯობს,წასვლა თუ მოსვლა ან დარჩენა -ყველა ერთია.ყველა მიწაყრილს მარტოგავცდი, გადავაბიჯე...და მხოლოდ ღმერთიშემაგროვებს სადმე ფეტვივით.წინიდან მირტყამს ქარი და მეცთვალებს არ ვხუჭავ,არ ვდარდობ, ვინ ცრუ პოეტიაანდა ქურუმი.უბრალოდ უხმოდ გადმოგიხსნიშეკუმშულ მუჭებსდა დაგანახებ სინათლეებსხელისგულივით.