↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გამორთეთ სიკვდილი

ნადირაძე ნინია

2006-09-121 წთ საკითხავი3552 ნახვა

—
ნაფიქრი, ფრაზებში ფეხდამცდარსმოჰგავს ლეკვს,ზეცისკენ გამექცნენ, თვალებმა აიშვეს.მოხვედი, დამსერე და კოცნით წამლეკე,თითქოსდა ოდესმე მინდოდა გამეშვი.გავწყვეტ სიზმრებში ყიალს და ბორიალს,ხელებით დაგმანულდარაბებს დავამტვრევ.ამ ჩემი სულის და ლექსების ფორიაქსგავიტან მზეზე და სიცოხლეს დავარქმევ.დამწყვდეულ სურვილებს ფრანებზე მივაბამ,ბაგეებს შენეულ ვნებებით დავისვრიდა ტანგოს რიტმებში დაფშვნილი რიტმებითგავტენი სიტყვებს და შენს ყურთან გავისვრიდა მერე სიყვარულს, ცხოვრების წესივითმიზეზად ვიქცევ და სუნთქვაც იოლია.ასჯერ დახეული, ასჯერ დაკემსილიგული მაქვს და ყოფნა ათასგზის ომია.შენ მოხვალ, დამსეტყვავ, გახედნილ ბაგეზედამაფენ, რაც კი გაქვს, თვალებით გამზომავ.ბედთან გვაქვს მე და შენ გრძნობების ტრაპეზი,გამორთეთ სიკვდილი _ ბებერი წამზომი!

ნადირაძე ნინია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი