↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ომი საქართველოს თავად-აზნაურ — გლეხთა პირისპირ დაღისტნისა და ჩეჩნელთა, წელსა 1844-ს, მძღვანელობასა ქვეშე ღუბერნიის მარშლის, თავადის დიმიტრი თამაზის ძის ორბელიანისა

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2014-05-132 წთ საკითხავი2396 ნახვა

—
ძრწოდე, კავკასო! ახლო არს დღე შენის აღსასრულისა,შეთქმულან შენზედ ერთპირად ძენი ქართლისა სრულისა,აღებად შენგან სისხლისა, უბრალოდ დაქცეულისა,და აღმორთმევად უწყალოდ შენს შორის ბოროტ სულისა!
ქართლითგან მოვალს მარადის მამულის მონა ლაშქარი,წინ ერისთავი მოუძღვის, მიწასა გააქვს ზანზარი!კავკასო, ქართლოსს საფლავზედ არიან გაფიცებულნი,და მათ წინ ვერღა დაუდგნენ ვერც შენნი პირველ რჩეულნი!
სომხითით მოსჭექს სასარდლო, ძველადგან სახელგანთქმული,მის შორის ბრუნავს ცხოველად დავით სარდრისა კვლავ სული!ჰე, დაღისტნელნო, სომხითის კედელნი, თქვენგან ნგრეულნი,მის ძეთა თქვენის თავებით ყონ ახლად აღშენებულნი!
კავკასო, აჰა კახნიცა შენზედ გულამღვრეულები,მეფის ირაკლის გაწრთვნილნი, გმირებად დასახულები!ნუ ჰგონებ, აღხოცილიყვნენ მათ შორის ძველნი მამაცნი:ყოველსა დაშთა შვილები, საშვილიშვილოდ ვაჟკაცნი!ნაუნჯნი ყმანიც მეფისა, თუშები მოუღალავნი,სდევნიან მტერთა მძვინვარედ, ვით მგელნი, ცხვართა მლალავნი!თქვენი ჭირიმე, თუშებო, ბიჭობა თქვენი ქებულა,მახვილი თქვენი მარადის დაღისტნელთ ქედზედ ლესულა!ამ გმირულს ჯარსა ერთობრივ ჰყავს ღირსი წინამძღომელი;მან თავი დასდვა სპათათვის, სახელითა ქმნა სახელი,და საკადრისად გვარისა გამოჩნდა ნამდვილ ქართველად:მტერთ სიხარულით შეებმის მჭვრეტელთა საოცნებელად!კავკასო, ძრწოდე! შეირყა ჩეჩენიც დასამხობელი!ვის არა აღეტაცების სული ამ ამბვის მცნობელი?ჰე, ძმანო, ნუ თუ არ გესმით მეფის ირაკლის ხმა მაღლით?გიხმობთ: ”ქართველნო, ჰე, შაბაშ! კურთხევა თქვენდა ზე მადლით!”
ძმანო, თქვენ ჰქმენით საქმენი, ღირსნი თქვენთა წინაპართა!მეფესა თავი შესწირეთ, ვაგლახი ეცით წარმართთა!აჩრდილნი ჩვენთა მამათა იშვებენ საიქიოსა,და გიკურთხებენ სახელსა, მომავალთ მოსალხინოსა!
1844 წ.
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი