↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნაპოლეონ

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2014-05-131 წთ საკითხავი2398 ნახვა

—
ნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას,და თქვა: «აბაო ხელმწიფებამ რა შემიძინა?»და რა იხილა თვისს დიდების მსხვერპლი თვის წინა,მისს მოღრუბლულს შუბლს შუქი რაღაც გარდაეფინა.
«ახლა კი კმარა», თქვა მან გულში, «სურვა აღმიხდა:სახელი ჩემი ვასახელე ქვეყნის საოცრად,შევმოსე ძალით საყვარელი ჩემი საშვენადდა დაუმონე გულმტკიცენი მას სადიდებლად».
«მაგრამ მე გვამში სული ვერღა მომთავსებია!მითხზავს გვირგვინსა დიდებისას მე თვითონ ბედი,ხოლო მე უნდა მას მოვასხა შარავანდედი;ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი!»
«მაგრამ ვინ იცის, იქნება რომ ბედსაც მოვსწყინდე,და სხვა მან ჩემის სახელითა დააგვირგვინოს!..არა, არა მრწამს, რომე ბედმა მე მიორგულოს:მე მან გამზარდა და თვისს გაწვრთნილს რაღა მიხერხოს!»
«ვერა გაუძლებს ნაპოლეონ მეტოქეებსა!რა გინდ ძლიერად, მეცნიერად, ვინ ხელმწიფებდეს,მაინც მე იგი ვერ ვითვისო, ვერ ჩემოდნობდეს,თვითონ სამარეც მევიწროოს, თუ ტოლი მყვანდეს!»
ბევრი დღე გავა, რომ ჯერ ბევრი ვერ ვცნათ ჩვენ მისი!თვითონ სიკვდილიც მას უებროდ აღმოგვიჩინებს:დამქრალი ცეცხლი და ზღვის ღელვა წარმოგვიდგინებსმისს ცეცხლსა სულსა და ზღვა გულსა განსაკვირველებს!
1838 წ.
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი