პოეზია · ლირიკა
წითელ დროშას
ჩვენ ავწევთ მაღლა წითელ დროშას,დამთავრდა სიზმრების და ფსიქოანალიზის დროჩვენ გავშლით ფართოდ წითელ დროშასდამთავრდა შიშის და პროვოკაციების დროჩვენ ავაფრიალებთ წითელ დროშას ქალაქების თავზედამთავრდა პარტიების და კონფორმისტების დროჩვენ ავაღელვებთ წითელ დროშას ყველა გულებშიდამთავრდა დრო პრივატიზაციის და იზოლაციისჩვენ ავსტყორცნით ცაში წითელი დროშის კალთასდამთავრდა ვაჭრობის და გაცვლა-გამოცვლის დროჩვენი დროშა იქნება თავისუფალი სიყვარულის ჰენდრიქსისჩვენი დროშა წითელი იქნება პისტოლსის და პაზოლონის,ჩვენი დროშა წითელი იქნება მტერი ნაციონალიზმის და ინტერნაციონალიზმის,ჩვენი დროშა უკვე ჩანს გზების იქით,ჩვენ ავიღებთ მაღალ ტარს ამ დროშის და მივამაგრებთმსოფლიოს აივანზე, რომელსაც ქვია ტიბეტი,ჩვენ ავიღებთ მაღალ ტარს ამ დროშის დავიმღერებთ მეხუთე ინტერნაციონალსჩვენი დროშა იქნება სისხლისფერი, ვინც მისთვის დაეცა,ვინც ქრისტეს ძლიერ გზას გაყვა,ჩვენ ავწევთ მაღლა წითელ დროშას და ყველას დავანახებთრა არის ადამიანიჩვენ ვიცით მხოლოდ დიახ სამყაროსადმიჩვენი დროშა შეებრძლება ყოველგვარ არას.ჩვენი დროშა ნამდვილი თავისუფლების დროშაა,სიყვარულის თავისუფლების,მშრომელთა თავისუფლების, მეომრების თავისუფლების,პოეტების თავისუფლების, მკვდარი მეფეებისთავისუფლების,ჩვენი დროშა სექსუალური თავისუფლების დროშაა,ახალგაზრდული სისხლია მის ძარღვებშიჩვენ ავწევთ მაღლა წითელ დროშას და გავშლით მასფართოდ მთელ დედამიწაზე.ჩვენ ავწევთწითელდროშას!