პოეზია · ლირიკა
ანგელოზის ფრესკა
გიორგი ლეონიძე 1899–1966
დღეს ანგელოზის ფრესკა მაჩვენა,დიდთვალება და გრძელი ფრთიანი,ზედ მიაშვირა ხელი მარჯვენა,ნახატს მიხსნიდა ტკბილი ხმიანი.
მოსწონდა, ხატი რომ ბრწყინვალებდათამარისეულ დროის დიდებით,ცოცხალ ფრესკას კი ადგა ნათელიდა პირს ეფრქვია მარგალიტები.და უცბად მივხვდი მე, აბნეული,რომ ორ ანგელოზს შუა ვიდექი!და ჰგავდა თვითონ იმ სპეტაკ დილას,როცა პირველად მზემ გაანათა,სერაბიმი კი, მან რომ დაჩრდილა,ჩემ წინ ჭკნებოდა თანისთანადა.ერთის უღირსი, ვიდექ ორშუა,გულში მათოვდა ვარდის ნათელი,იქ, სადაც შავი მორევი შხუისდა მტკვარი მოჰქუხს კორიანტელით.