↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქართველ ოსტატებს

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2016-05-133 წთ საკითხავი20280 ნახვა

—
დიდება მიწას, რომ გეაკვანათ.თქვენი მადლი რომ დაუფენია,ნეტავ რა ძალამ ამოაქანაშუქნასხივარი თქვენი გენია.
ვინ დაგვიტოვა უკვდავნაგებიციხე-კოშკები სისხლით სოველი;დიდი ტაძრები ნაქანდაკები,ღვთიურ ჩუქურთმით გამოქსოვილი!
იქ ვინ აზიდა ქვაკუთხედები,სადაც არც კი ჩანს ნაბილიკარი,იქ ვინ დაჰკიდა კამარედები,ერთი ვაზიდან გათლილი კარი?ვინ გამოჰკვეთა ნუკრი მწოვარი,მტევნები, მტრედი გამომფრინალი,ფასკუნჯის ფრთებქვეშ ვეფხვი მწოლარი,ჩასაფრებული, როგორც ფირალი!
და თქვენი აზრი ქვაზე დამყნილი,აყვავებული ვაზის რტოებად...თქვენი ოცნება, თქვენი ძახილი,მქროლი არწივთა გასატოლებლად.თქვენი ვარაყი, ოქროხატული,ალის შხეფი და ცეცხლის წვერია.თქვენი წიგნები ასოხლართული,უმეტეს ღამით რომ გიწერიათ...იხდიდით ბოდიშს, თუ რამ ჰკლებოდა,ჰმარგალიტავდით თვითეულ წერტილს.მთაზე რომ ელვა იკლაკნებოდა,იქნებ იმ ელვით იმ ლექსებს სწერდით?რამდენი მოდგმის ხართ საჩუქარი ―გურამიშვილი.. შოთა... შავთელი...ვინც გვითხრა სიტყვა სულით მდუღარით,სიმღერა გულის ამომშანთველი.
ვინც მზის მწვერვალთა წყაროს გვაწაფა,მზესხიურობის იყო მთოველი,―მთაწმინდელები, პეტრიწი საბა,ოპიზარი და იყალთოელი.
კიდევ რამდენი სხვა უსახელო,ვის თითებშუა ჰყვაოდა ვარდი;ვინც დაიხია მღერით საყელოდა ჩამოზიდა მიწად ლაჟვარდი...
*ნაცრად აქციეს თქვენი ტაძარიდასცეს ბჭეები და საფუძველი,იყო ბნეული და ნატაცარითქვენი ეტრატის ყველა ფურცელი.
მაგრამ ვერავინ გასძარცვოს იგი,რაც გულის ცეცხლში გადამდნარია,თქვენი გუნდების რიგი და რიგიდღეს უკვდავების ალამდარია!
თქვენი დიდების მხრები ზვიადიმყინვარის მთაზე უმაღლესიათქვენს მბრწყინავ აზრში, ვით განთიადი,ვაჟკაცდებოდა ხალხის მესია.
ის ამომზევდა თქვენს წიაღიდან,თქვენი სისხლხორცი, თქვენი გულისხმა,გამარჯვების და სიბრძნის ოსტატი,დიდი მჭედელი სიყვარულისა!აღსდგა ქართული და მისი ენაცა,შავი წარღვნების გადანათელი;გული თუ სევდას ამოენაცრა,ჩაჰყენებია ოქროს ნათელი.თვითონ გათავდა თქვენი დამლევი,ისევ გამთელდა მარად ქებული,გადამსხვრეული თქვენი კალმები,თქვენი ჩანგები დაუქმებული!
ეტრატი, ცრემლით შენაწებარი,ნაჟღერი თქვენის ტკბილის ენითა,ჩვენგან ნაპოვნი და ნაძებარი,ჩვენს ახალ სიტყვას შემოენივთა.
ვიყნოსეთ თქვენი ვარდის სურნელიდა თქვენი თაფლი გულს გვეწურება,დიდოსტატებო, გვივლის სურვილი ―ჩვენც გავხდეთ ხალხის მეგანძურებად.
რომ ისამსევოს ჩვენმა სიტყვამაც,რომ ჩვენც მოგვეჭრას ოქრო ჭედილი.და მომავალმა გამომკითხავმაგვაშოროს ბნელი განუჭვრეტელი!
აღსდგა სამშობლო და აღარც არიმისთვის შავბედის გადამწყვეტელი...გამოჩნდით ახალ ნამოღვაწარითდიდი ფაზელი,დიდი მცხეთელი!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი