↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მაინც არ გავცვლი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2016-05-131 წთ საკითხავი20244 ნახვა

—
ყველა სიმდიდრე, ყველა საუნჯე,რასაც ამოჰყრის ზღვა თუ მაღარო,ვერ მომისყიდის, ვერ დამამუნჯებს,გინდაც სულ თავზე გადამაყარონ!მაინც არ გავცვლი სამშობლოს ედემს,და ერთს კი გეტყვი, მეტი რა გითხრა:―ჩანგო, მამულის ხმას მხოლოდ ენდე,ხალხის გულს მიჰყევ, გზას ის გაგიყვანს!და მწამს მე ღონე ქართულ მიწისა,როგორც არცერთი ლომის და ვეფხვის;ეს არის სიტყვა ლეონიძისა,სამშობლოს მტერს რომ გულდაგულ ებდღვნის.
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი