↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამშობლოს გმირებს

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2017-05-132 წთ საკითხავი20072 ნახვა

—
“არა არს წესი ჩვენ ქართველთა, რათა ვიხილოთ მტერი ჩვენკერძ მომავალი, შეუბმელადზურგი შემოვაქციოთ, დაღათუ იყოს სიკვდილი”. ქართველი სარდლის ნათქვამი ბრძოლაში XIII საუკ.”ქართლის ცხოვრება”
გამოჩნდებოდა ბუქი და მტვერი,კორიანტელი ამტყდარი ცამდე,მტვრევით მოჰქროდა სეტყვასებრ მტერიდა ქართლს ურდონი თვალებით ნთქავდნენ!წინ ვინ დაუდგეს წარღვნათ ნიაღვარს,ქარიშხლის შეხლას, ცეცხლის კვეთებას,თქვენ დაუდექით და თქვენი თქმულიდღესაც ანდერძად გულს დაგვედება!— არა, არ არის წესი, ქართველმამტერს შეუბმელად ზურგი უჩვენოს,მტერი კი არა, თუ გინდ სიკვდილმასამშობლოს საზღვრებს შემოუჭენოს!თქვენი შეხედვა ქარიშხალს ჰგვანდა,როცა მიჰქროდით სამშობლოს მცველად,როგორც ხანძარი განძვივნებულიგამხმარი თივის გადასაწველად!—არცა ვის ვეყმოთ არცა ვმსახუროთ!—თქვენს ხმალს თქვენივე სისხლით ეწერა,და გულზე მჯდარი მტერი წყეულიარ დაგრჩენიათ დაულეწელად!დღეს თქვენს საფლავებს გადაჰფენიაგადაფოთლილი ვაზის ჩრდილები,ცოცხალი არი თქვენი გენია,და ჩვენს მოდგმაში თქვენ არ ილევით!ვხედავთ ერეკლეს კრწანისის ველზე,მარაბდას —ცხრა ძმას ხერხეულიძეს,მაგრამ ცხრა ძმაზე მრავალჯერ მეტიდღეს სამშობლოსთვის განგმირული წევს!ვეღარ დაჰხედონ მტკვარსა და რიონსდა ვეღარც ვაზებს გადუსვან ხელი,მაგრამ სამშობლოს უკვდავ დიდებასშეეხნენ გმირნი გმირულ სახელით!მრავალ ცხრა ძმაზე მეტი ვაჟკაციმიიბრძვის ხელში შიშველი ხმალით,რომ შეანათონ სამშობლო მხარესაქმით, გმირობით, სიმაგრის ძალით!მკერდით გაჰკვეთეს გრიგალთა ბური,ცეცხლის ელღვარი ამტყდარი ცამდე,და საქართველო, ჩვენი ხელთქმნილი,სცოცხლობს, იცოცხლებს უკუნისამდე!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი