პოეზია · ლირიკა
ვაზნარო და ატამეთო!
გიორგი ლეონიძე 1899–1966
მეღვინე ხარ თუ მემღვიმე,დამისხი და გამეღიმე,სიცოცხის დღეს მე ვუჩქარი,შენ ხარ გულხე, ―მე გულქარი!ამ ჯამებით, ამ ჯიხვებითღვინოს სცლიდნენ გაჯიქებითწინაპრები... წინაპრები,ვისი შუქით ვილამპრები...ამ მტევანმა, ამ ბარაქამჩემს მიწის გულს გადამაბა;მინდა შენი გადამედოს,ვაზნარო და ატამეთო!ოქროს ზოდად გადამდნარო,მზევ, სამშობლოს ალამდარო!