პოეზია · ლირიკა
შენი დღეები, აჰა, დასრულდა
შენი დღეები, აჰა, დასრულდა,უკვე დიდება იწყება შენი,ძლევებზე, შენი ხმლით რომ გასრულდა,მღერიან ქვეყნის ამაყი ძენი,შენ აღუდგინე მამულს წარსული,თავისუფლება მოჰბერე ძველი!ჩვენს გულს სიცოცხლე ვიდრე ახარებს,დავიწყებისთვის შენ ვერგაგწირავს,იმ წმინდა სისხლმა, რაც შენ დაღვარე,ფუჭად მიწაში ჩასვლას დასცინა,ის ჩვენ ძარღვებში იჩქეფს მღელვარედდა შენი სული იფრენს არწივად!ბრძოლებში ჩვენთვის გულისმომცემიკვლავ დაიქუხებს შენი სახელი,ველზე გმირული შენი დაცემაიქნება ქალწულ ხმებით ნამღერი,არგიტირებენ შენ მამაცები,შენთან გოდებას არა აქვს ხელი!..