პოეზია · ლირიკა
ქალო ათენელო
Ζωή μου, σας αγαπώ
ქალო ათენელო, სანამ დავშორდებით,გული დამიბრუნე მაგ ნაზი ბლონდებით!ნუ იტყვი, რომ იგი წაიღე მარადის,რომ შენთან დარჩება სამარის კარამდის...დარაკი ასეა, ჩემო ზღვის სადაფო,ჰა, აღთქმაც სატრფოსი, Ζωή μου, σας αγαπώმანდ დარჩეს, სადაც შენს ჩამოშლილ დალალებსსიო ეფერება, შლის და ავალალებს,სადაც კულულები თვით ღაწვებს კოცნიან,რომ აღმიტაცებდა სულიან, ხორციან...სადაც მაგ შვლის თვალებს ბავშვურად განაპობსდილა გაუცინებს, — Ζωή μου, σας αγαπώდარჩეს მაგ ბაგესთან, რომელიც მწყუროდა,მაგ ტანთან, დობილთან ალვათა, სუროთა,ნაზ თაიგულებთან, რომლებიც გეტყოდნენრაც სიტყვით ვერგითხარ, ძვირფასო, მარტოდენ,ტრფიალის წამებო, სუნთქვაგასანაბო,მადარდეთ მარადის, Ζωή μου, σας αγαπώქალო ათენელო, მივდივარ... მშვიდობით.შენ ჩემზე იფიქრებ ნაზად, გულმინდობით,მე მელის სტამბული, თვალს ცრემლებს ადენ შენ,ვაი, გული მრჩება ათენში, ათენში...სხვა შენდარი სადღა ვპოვო?Ζωή μου, σας αγαπώ