↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მაშ, შენ იტირებ ჩემს გაწვალებას?

ბაირონი ჯორჯ

2019-05-131 წთ საკითხავი1855 ნახვა

—
მაშ, შენ იტირებ ჩემს გაწვალებას?ძვირფასო, ისევ ველი მაგ სიტყვებს,ოღონდაც თქმა თუ გევალალება,ნუღარას მეტყვი და გულს ნუ იტკენ.მე ჩემს იმედებს ვწუხვარ დაშრეტილს,სისხლი დამიდის ძარღვში კაეშნად,როცა მოვკვდები, შენ ერთადერთიამოიოხრებ ჩემს სამარესთან.ჯერკი სიმშვიდის ნაზი ნათელიამ ტანჯვისღრუბელს შენგნით ეხვევა,წუთით ვყუჩდები მე განათელი,რომ ვიგრძნო შენი გულის შეხება.ო, დაილოცოს, სულო, ეგ ცრემლი,ჩემს მაგივრადაც დაღვრილი შენგან,ცვარ-მარგალიტი მისთვის ნამცვრევი,ვის თვალებს ცრემლი ასველებს ვეღარ.ერთდროს მეც მქონდა გული გამთბარიდა სიყვარულით სავსე, შენსავით,დღეს იმ შვენების დამრჩა საფლავიდა მხოლოდ გული მასზე მკვნესავი.და შენ იტირებ ჩემს გაწვალებას?ქალო, მე ისევ ველი მაგ სიტყვებს,ოღონდაც თქმა თუ გევალალება,ნუღარას მეტყვი და გულს ნუ იტკენ.
ბაირონი ჯორჯ

ბაირონი ჯორჯ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი