პოეზია · ლირიკა
წარწერა თავის ქალისგან გაკეთებულ სასმისზე (მთარგმნელი: დათა აჯიაშვილი)
ნუ შეძრწუნდები - სულმა დამტოვა,და ამ წუთისთვის ძვალი ვარ მხოლოდ,და თუნდაც ამით, ცოცხლებისაგანმე განვსხვავდები ბოლოს და ბოლოს.
ერთჟამს მეც, შენებრ, ვცოცხლობდი, ვსვამდი,ახლა მკვდარი ვარ და მიხარია:ვერაფერს მავნებს ბაგენი შენი,მატლების მეტად საზიზღარია.
ღვინის სასმისად ყოფნა სჯობიაჭია-მატლების ბრმა თავშესაქცევს,დამატარებენ ხელიდან ხელშიღვინით, ღმერთების სასმელით სავსეს.
სადაც ბრწყინავდა გონება ერთჟამს,სხვათა გონების ბრწყინავს შემშლელი,შუშხუნა ღვინო - დაშრეტილ ტვინისსაუკეთესო არის შემცვლელი.
შესვი ბოლომდე! ვიდრე ოდესმეამოგთხრის ვინმე მერმისს მიწიდან,და ღრეობისას მჩქეფარე ღვინოსშესვამს მაგ მკვდარი ძვლის სასმისიდან.
რატომაც არა? თუ სიცოცხლეშითავს თრგუნავს სევდა გაუსაძლისი,ეს ხომ შანსია მისთვის ოდესმესულ სხვა რამისთვის გახდეს ვარგისი.