↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე რომ მიყვარხარ

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19196 ნახვა

—
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს,ისე მაღალი და სპეტაკი განა მთებია?მარტის ნიაღვარს აყვირებულს გზები ჩაუხრავს,უგრიალნია და ზღვის უბეს შეერთებია.
მე ვის უბეში, მე ვის გულში შევინავარდო,ვის შევუერთდე, - შენი გული დაკეტილია!ნუთუ ეს ტრფობა, საყვარელო, თეთრო მთის ვარდო,პოეტისათვის მხოლოდ ძველი გაკვეთილია?
1938
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი