↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩიტო, წაიღე ეს წიგნი!

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19194 ნახვა

—
ჩიტო, წაიღე ეს წიგნინაწერი გულის ჟრჟოლითა,რაც ჩაგანძულა გულს შიგნი,გარეთ აქროლე ქროლითა!
ჩემი სიტყვა და სათქმელიშენთან იფრენს და იმგზავრებს.გაუღე სახლთა სარკმელი,გადააფინე ნიგვზნარებს.
ქუჩებს დასძახე, შარაგზას,სამშობლოს დაახმიანე!მტკვარსა, რიონს და არაგვსა,მთებს, ტაძრებს მრავალხმიანებს.
ვაზის რქას შემოახვიე,ტევრებს და ყანის თავთავებს,შენის ფრთის ღონით აღვიე,სანამ არ გამოათავებ.
გამოტბორილი გულიდან,გამონაჟური გარეთა,ჩანჩქრებს გადაეც, ნიაღვრებს,დიდ ქვებზე მოჩანჩქარეთა!
ვმღერი მათი ხმის გრიგალით,ჩქეფი ვარ მათი ძალური,მაწვიმდეს სავსე ჯიქანისღვარნამი ცვარდაცვარული.
მე დედის ძუძუს დავენდე,და ვიცი, არა ცივდება,სამშობლოს მბრწყინავ გულიდანლექსში რაც გამოსხივდება!
ჩიტო, წაიღე ეს წიგნი,ფრთებს რომ სცემ დაოქროილთა!რაც ჩაგანძულა გულს შიგნი,გარეთ აქროლე ქროლითა!
სამშობლოს ნათქვამად მინდა,მწყურის სამშობლოს ალერსად.სიტყვა მომტკბარი შესტყორცნესივრცეებს შორიალესა!
და თუ ფრთამ დაგაღალატა,თუ დაგელეწოს ძვალმძივი,არ შეკრთე, დღესაც ხვალაცა,შეგეშველება არწივი!
1940
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი