↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ელდა (მთარგმნელი კოპალიანი ანი)

ახმატოვა ანა

2023-06-131 წთ საკითხავი4988 ნახვა

—
Iთვალს მჭრიდა ჭაღის სინათლე მკვეთრიდა მისი მზერის შუქი, უჩვევი,და მოვასწარი ფიქრის ნაწყვეტი:“ამას იოლად ვერ გადვურჩები”
თავი დავხარე,: “ის ჩემსკენ მოდის”,სახე მომსკდარმასისხლმა ალაკრადა სიყვარული, ვით მძიმე ლოდი,ჩემი ცხოვრების საფლავს დააკრეს.
IIარ შეგიყვარდი, სულ არ გინდები?ო, ლამაზი ხარ, წყეულო, უღვთოდ,მე კი აქედან ვერ გავფრინდები,მე ბავშვობაში დამტოვეს უფრთოდ.
თვალთ დამიბნელდა, ვერავის ვიტან,სახეთ და საგნებს ვამგვანებ აჩრდილსდა ვარჩევ მხოლოდ ალისფერ ტიტას,შენ ღილკილოში თამამად გაჩრილს.
IIIროგორც ყოველი რიგითი მამრი,მომიახლოვდა, რიმილი მტყორცნა,ალერსნარევი, უგულო სალმისხელს შეატოვა მსუბუქი კოცნა.და ძველთუძველეს იდუმალ ვნებითშემომანათეს მისმა თვალებმა.ათი წლის თმენის და მძვინვარებისყველა უძილო ღამის წვალებამე ერთ სიტყვაში ჩავტიე, წყნარად,და ჩემმა სიტყვამ ბედს ვერ აჯობა.შენ წადი და სულს სულს კვლავ შეეპარაქანცგაწყვედა და უილაჯობა.

ახმატოვა ანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი