პოეზია · ლირიკა
განხეთქილება (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
1
არა დღეებმა, არა თვეებმა,ჩვენ განშორების წლებმა დაგვღალა,ძვირად დაგვიჯდა თავისუფლება _საფეთქლებს ამკობს უკვე ჭაღარა.
ბოლო მოეღო გაცვლას, გაცემასდა აღარ ისმენ უკვე დილამდე,როგორ იქცევა თავისმართლებადუდარებელი ჩემი სიმართლე.
2
როგორც ეს ხდება განშორებისას,მოგვაგონდება შეხვედრის ჟამი,უკანასკნელად იმღერებს ჩიტი,გასპეტაკდება ყოველი წამი.
თუმც სიხარული წარსულს მიბარდა,ყინვამ დაგვაზრო გულისგულამდის,გაგვახსენდება, როგორ გვიყვარდადა ერთმანეთზე როგორ ვზრუნავდით.
3
უკანასკნელი სადღეგრძელო
ვსვამ სადღეგრძელოს დაქცეულ სახლის,მწარე ცხოვრების,ერთად ყოფნისას მარტოობის,შენთვის ბრძოლების,ტყუილს და ღალატს ნაჩვევ ბაგის,ცივი თვალების,თვით ღმერთისაგან მიტოვების,არდახმარების.