↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბოლო შეხვედრის ჰანგი (მთარგმნელი მიქაძე მაიკო)

ახმატოვა ანა

2023-06-131 წთ საკითხავი4986 ნახვა

—
შიში ცივ ხელებს ითბობდა მკერდზე,ჩემი ნაბიჯი მსუბუქი იყო,და რომ ვიცვამდი მარჯვენა ხელზეის ხელთათმანი მარცხენის იყო.
ვიცოდი კიბე იყო სულ სამი,მაგრამ მე მრავლად მეჩვენებოდა,ნეკერჩხლებს შორის ჩუმი ჩურჩულით,ეს, შემოდგომა მევედრებოდა:
“კვლავ მომატყუა ბოროტმა ბედმა,ის მოწყენაა და ცვალებადი,ჩვენ მოვკვდეთ ერთად!” მე ვუპასუხე:“სულზე უტკბესო, ძვირფასო! კარგი! . . .”
ეს იყო ჰანგი ბოლო შეხვედრის,და მე ავხედე სახლს ჩაბნელებულს,იქ საძილეში ყვითელი ცეცხლითსანთლები ენთო სულ უსულგულოდ.
1911

ახმატოვა ანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი