პოეზია · ლირიკა
ბოლო შეხვედრის ოდა (მთარგმნელი კოპალიანი ანი)
უსასო იყო გულის ფართხალი,თუმცა მუხლები არ მომეკვეთა,უცებ მარცხენა ხელის თათმანივნახე: მარჯვენა ხელზე მეკეთა. .
მივხვდი, რომ წყებას საფეხურებისვეღარ ავივლი, ისე დაგრძელდა.და შემოდგომის ნაზმა ხურვებამჩურჩულით მთხოვა: აღვსრულდეთ ერთად,
განწირული ვარ! სიცრუედ მექცაიღბალი ჩემი, ბრუნდი და მრუდე.და მე მივუგე: ,,ძვირფასო, მეც ვარგაწბილებული. ერთად აღვსრულდეთ!”
ეს არის ბოლო შეხვედრის ოდა.ჩაძინებულ სახლს შევავლე თვალი:საძინებელში ბჟუტავდა ოდენსანთლების ჭროღა, გულგრილი ალი.