პოეზია · ლირიკა
აჩრდილი (მთარგმნელი ხომერიკი ბესო)
მაღალი და ამაყი,კოხტად გამოწყობილი,რად მოჰყევი მითხარი,ჩემს დაღუპულ წლებს,რად მიყურებს ეტლიდან,გამჭვირვალე პროფილი,მახსოვრობა ულმობლად,ჩემს თვალწინ რომ დებს?
მახსენდება კამათი-ჩიტს გავხარ თუ ანგელოსსმივამსგავსე ტირიფს,შენი ტანი თხელი,ესეთ თვალებს ვერ ნახავ,თუნდ მსოფლიო დაგევლოსწამწამებში ანათებს,გამოხედვა მწველი
მაპატიე აჩრდილო,სულ ფლობერის ბრალიაუძილობა მახსენებს ცხრაასცამეტ წელსდარიალის მშვენებას,მაგ შენს სახეს მადლიანსიმ კამკამა ცასა და იმ მშვენიერ დღეს
გამახსენდა..ალბათ ესეც,სულ არ იყო საჭიროგაზაფხულმა გამახსენა,მაპატიე აჩრდილო.