პოეზია · ლირიკა
*** "დღეს მე წერილი არ მიმიღია" (მთარგმნელი მიქაძე მაიკო)
დღეს მე წერილი არ მიმიღია:ის ან წავიდა ან დავავიწყდი;გაზაფხულია როგორც სიმღერა,ყურეში მარტოდ ქანაობს გემი.დღეს მე წერილი არ მიმიღია . . .
ის ჩემთან იყო ცოტა ხნის წინათ,მოსიყვარულე, შმაგი და ჩემი,მაგრამ ეს იყო ზამთარში თეთრად,ახლა სევდაა და გაზაფხული,ის ჩემთან იყო ცოტა ხნის წინათ . . .
ხემის სათუთი ხმა მესმის ისევ,სიკვდილისმგვრელი ფეთქავს ტკივილი,მე მეშინია გულის დაფერფვლის,და ამ სტრიქონთა არდამთავრების . . .