პოეზია · ლირიკა
ნათლისღება (ნინოს)
ქარის ხმა ისმის ახლა გამებად,ჩემს ღამეს შენი მთვარე დანათის,სრულდება ეს თვე როგორც წამება,როგორც თოვლი და როგორც ბარათი.ღამეს კი ღამეს სავსე მთვარიანს,სახეს უფარავს ღრუბლის ნიღაბი,ამბობდნენ ჩვენზე - კარგად არიან,მაშინ როდესაც - ცუდად ვიყავით.ახლა კი ღმერთს ჰგავს შენი დანახვა,ქარი ხიდიდან ხიდზე გადადის,მოვკვდები ოღონდ იყო თანახმა,რომ დაგრჩეს - ჩემი წილი ჟანგბადი.ნინო, როგორ ჰგავს ცა და ოჯახიერთმანეთს არა, უერთმანეთოდყურს ვუგდებთ ახლა ბევრის მოძახილსდა ვხვდებით ბევრთან არ გვაქვს საერთოენა, აზრი და გამონახვადიცარის წარსულში არარაიმე,მთვარე ჰკიდია როგორც ნახატიდა გამთენია სუნთქავს აივნებს.ველოდი იმას რასაც ველოდი,შენ მზეს გააჩენ პირმშოს კიარა,ამ წელიწადის საქართველო კი -ცხრამმეტ იანვარს იმშობიარებს.ვიღაც იკითხავს სადღაც რა ხდება,შენ კი ამ კითხვის სხვაგვარ მტკიცებად,ნათლისღება და ლექსი დაგხვდება,როცა ხვალ დილითგაგეღვიძება...