პოეზია · ლირიკა
ჩუმად გადიან დღეები, წლები... (მთარგმნელი ალხაზიშვილი გივი)
ჩუმად გადიან დღეები, წლები,უცნაურ სიზმარს დავეხსნა მინდა,კვლავ შემომესმას ნაცნობი ხმები,დრო გაქრეს, გულზე რომ მაწვა ბინდად.
იქ ვიღაც არის, სხივებში ჩანდა...(ო, ისე, ზამთრის ღამით რომ ვნახე:მავანის ლანდი ჩავლილი კართანდა უსწრაფესად გამქრალი სახე).
აი, მახვილი, მაგრამ არ მინდა...ნეტა ეს ხელი ვინ დამიღალა...მახსოვს, ვარსკვლავნი თვალმარგალიტადღამის ცაზე რომ გადაიყარა.
მავედრებელი სუსხი და შორითზღვა _ თოვლის ფრთებზე იწვა რომელიც,შიში _ თვალთაგან გამონაჟონი,ბებერი შიში შეუცნობელი.
სიტყვა? ო, არა! რა იყო მაშინ?ბუნდოვანება, ნისლი ფარფატა,თითქოს გუგუნი ისმოდა ზღვაშიდა შორდებოდა მიწას თანდათან.
მღეროდა ბაგე, არ ვიცი, მაშინგავიდა წამი, წუთი თუ წლები?!და მავთულები წიოდნენ ცაში,გულისწამღები ისმოდა ხმები.
მოულოდნელად, მე მახსოვს მხოლოდ,რომ შემომესმა უცხო ძახილი,მეძახდა შორი ხმა: ese homoდა გამივარდა უცებ მახვილი.
გადახვეული მქონდა იარა,რომ ძარღვებიდან სისხლს არ ედინა,მე დავემონე ძახილს მთლიანად,თან მხიარული შუქი მეფინა.
გამოვერკვიე, უკან დახევაარა მჩვევია მონური თრთოლვით,დაე, შემეხსნას ჭრელი სახვევიდა ცხელმა სისხლმა გაათბოს თოვლი.