↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყაყაჩოსა სიწითლითა

კალანდაძე ანა

2026-07-181 წთ საკითხავი9515 ნახვა

—
ფრთაგაშლილი მთები არი,სხივგაშლილი სერებია...არ ჩურჩულებს ლელიანი, -გული შეუჯერებია...აქ კორდია მობიბინე,იქ მზიანი ტევრებია...რად უსკდება გული ირემს?გელა გადამტერებია...თეთრი ნისლი ნისლებს ირევს -ეს ხომ „ლურჯა ცხენებია“?შვიდი ზეცა გადირბინეს,არსად შეუსვენებიათ...ამ მშვენიერ მინდორ-ველზერა ნაირი ფერებია?!„ყაყაჩოსა სიწითლითაყანა დაუმშვენებია“...
კალანდაძე ანა

კალანდაძე ანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი