პოეზია · ლირიკა
შეღამებისა
/სექტემბრის ეპისტოლე/
სიჩუმე ჩემი თვალებია...ამ სიჩუმეში,ისევ ამოდის დარდის ეკალი..ერთი ტემბრი გვაქვს მე და სექტემბერსდა შემოდგომაშენს მაგივრად მომდევს ხელკავით.
მხოლოდ ხსოვნა ვარ,მაგრამ ხსოვნაში ობლის კივილიდარჩა იმ დროის ობელისკივით...
შეჩვეული ვარ ეკლიან ბალიშსდა ფიქრის ისე გამოზოგვას,რომ არ დამთავრდეს..გადის დღე-ღამე შორიახლოს,ისევ უჩემოდ,იქნებ სექტემბრის აჩქროლებამეყოს ზამთრამდე.
საგნები ისე დამიახლოვდნენ,ნათითურების ამბებს მიმხელენ.შენ ეს მუსიკა ვერ დაგამწუხრებს,აღარ მოუსმენ ბგერებს სევდიანს,რაც გულში გაკრთა, თვალსაც ანათებს,ანარეკლია ან სევადაა.../ლიფსიტასავით ხტის მაჯისცემა,ის ავადაა.../
სარეცხის თოკზე შავი ხალათიმოირგო ქარმა და ამოიცვა..შედედდა ბინდი შეღამებისა,კრთება გიშერი, უფრო მოცვია..უბერავს ქარი, ქარი სულიადა ყოველივე ქარმა მოიცვა;მე ორიოდე სიტყვაც მეყოფა,შენი ბაგიდან თუ ჩამოცვივა...