↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ფრიალებს ჩემი მერმისის დროშა"

ბესელია ვასილ

2026-07-181 წთ საკითხავი2284 ნახვა

—
ფრიალებს ჩემი მერმისის დროშაიჭვის ქიმზე და ბილიკზე ბეწვის,ვერ მიმკითხავა იღბალი ბოშამდა ხელისგულზე ოცნება მეწვის...
შენ დგახარ ჩემთან, სიკვდილზე რთულიდა უფრო იქით, სიცოცხლის მიჯნის...დამდგარა ჟამი გაუხსნელ გულისდა ხელუკუღმა დამხობილ ფინჯნის...
...და შენც ნუ ეძებ ჩემში ქირომანტსროცა მე თვითონ ხავსს ვეჭიდები,და თვით არ ვიცი, რისთვის ვჭირდებიცხოვრების ჩემის უნაპირობას...
...შორს სასაფლაოს სიმშვიდე მოჩანს,გასავლელია ბილიკი ბეწვის,ვერ მიმკითხავა იღბალი ბოშამდა ხელისგულზე ოცნება მეწვის...

ბესელია ვასილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი