↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "სხვისი ტკივილიც მწარედ მტკენია"

ბესელია ვასილ

2026-07-181 წთ საკითხავი2280 ნახვა

—
სხვისი ტკივილიც მწარედ მტკენია,(სხვა არაფერი არც მაბადია),თუ კი რამ ცოდვა ჩამიდენიაალბათ იმიტომ-რომ მაპატიო...
იმ ტკივილს ახლა ვინ გამიგონებს,ან ლოცვას-ღმერთს რომ შევახვეწებდი...შენ მაპატიე-რომ ვერ გიპოვე,არ მაპატიო-რომ არ გეძებდი...
ახლა მე შენთან წუთებს მითვლიან,ცოტაც და სულიც გამომეცლება...და კაცმა რომ თქვას-როგორც იტყვიანმე შენთან ალბათ არც მომესვლება...
არც რას გიმხელდი, არც გიმალავდი,ჩემთვის ვცოცხლობდი, ჩემთვის ვკვდებოდი,შენ მაპატიე ყველა ღალატი......მე რა ვიცოდი, თუ შეგხვდებოდი...

ბესელია ვასილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი