პოეზია · ლირიკა
* * * "სულში ნათელი ისე მიღამდა"
სულში ნათელი ისე მიღამდა...ეს ბედიც ჩემი ტყუპის ცალია;როგორც შევძელი ისე მიყვარდა,მე არ შემეძლო უფრო ძალიან.
ამ წუთისოფლის მთელი ავ-კარგიდუღდა და სული კბილით მეჭირა,არდასაკარგი მაინც დავკარგედა ვერ შევძელი გადამერჩინა;
ოცნებაც სულში ისე მიმიცხრა...და ღველფი შემრჩა-კვამლის შემცველი;მან ხელაღებით გადამივიწყა,მე დავივიწყე-როგორც შევძელი.
დავრჩი ამარა უფლის შეწევნის,დრო კი მიფრინავს ქაფის მოგდებით...ისე ვიცოცხლე, როგორც შევძელი,და როგორც შევძლებ-ისე მოვკვდები.