↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ციკლიდან-კარდიოლექსები

ბესელია ვასილ

2026-07-181 წთ საკითხავი2288 ნახვა

—
ოპერაცია ღია გულზე
ფიქრები რეანიმაციის პალატაში
იმ ღალატის ხაფანგიდანრა მიხსნის და რა მომარჩენს,გული როცა გადამიხსნესის ღალატი ამომაჭრეს:
გულში რაც ვთქვი, ხმამაღლა როვერ ვთქვი-პირში ბურთი ჩამჩრეს...გული როცა გადამიხსნესის სათქმელი ამომაჭრეს...
რაც ვეფერე და ვერიდეამდენ ახვარს, ამდენ ჩაჩნებს,რაც ახვრებმა მიჩათლახესამომაჭრეს-როცა გამჭრეს...
აწი, რაკი შევეჩვიე,ამ სიბერეს, ამ სიქაჩლეს,აწი ვიღა მიღალატებს,ვინ მაცდუნებს, ვინ რას მაჭმევს...აწი, მაგრამ რაღა დარჩასანამ ქვაზე ამომფხაჭნეს....

ბესელია ვასილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი