↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზამთრის ლექსი

ბესელია ვასილ

2026-07-181 წთ საკითხავი2292 ნახვა

—
ზამთრის გადამედო ფერი-(დაბმული ვარ ხარი ხართან!)ვმღერი,მაგრამ ტირილს ვმღერი,ვეჭიდები ხავსის ხარდანს.
რაც ვერ ვპოვე-აწი ვერ მსურს,მოვრჩი საყვედურს და ღაღადს...(ვსვამ დავემსგავსები ხევსურს_გიგო გაბაშვილის ნახატს!)
აღარც წყენას აღარ ვწონი,არც მას-თუ რამ გამეხარდა,(დაღლილი ვარ მეხთან ბრძოლით,ვერ ვიმჩატებ ნამეხარ ტანს!)
ზამთრის გახუნებულ ყვავილსვიხდენ ხსოვნის ცოდვა-მადლით,დაკარგული დამაქვს თავი,საძებარი გავხდი სანთლით...
ვეღარც შენილოცვა მიცავს,(დაფნა რამდენს შვენის ცრუ თავს!)ვტკეპნი თმენას,სანამ მიწამოუთმენლად შემისრუტავს...
. . .
იღბალს-ამოდენილს ძმარად,გულგრილობის ნიღაბს ვურთავ......ყველაფერი ვერ ვთქვი, მარა,რაც ვთქვი-ან ეს ვიღას უნდა...

ბესელია ვასილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი