↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვერ ავიტან

გელაძე ლევან

2019-11-161 წთ საკითხავი1735 ნახვა

—
გავხევდები, გავქვავდები, დავმუნჯდები,გადავიტან, - ყველა ტანჯვას გადავიტან,ოღონდ ძერა ფრთადაღლილი ძირს რომ ჯდება,იმა მთების ვერ დანახვას ვერ ავიტან.ვერ დავდგები იმ წიფელთან მიუსვლელად,იმ წყაროსთან, იმ მწვერვალთან და იმ ხევთან,შიშველ მკერდით წამოვდგები მათ დამცველად,სხვა რით ვარგო, ვინ ვარ, ანდა რა მაქვს ხელთა.ჭაქცეულ ნაძვს, მივალ ბეჭით შევუდგები,იქ მამყოფა თვალი ტევრებს რომ ვერ ატანს,უკანასკნელ სიტყვას ვიტყვი შენი ქების,საქართველოვ, უშენობას ვერ ავიტან!

გელაძე ლევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი