პოეზია · ლირიკა
ვარ საქართველო
ვარ საქართველო მთებით და ზღვითა,კლდექალაქებით და გალავნევით,მიყვარს ალერსი და კოცნა სხივთა,ვამაყობ მკლავით და ფალავნებით.
ვარ საქართველო ზვრებით, ყანებით,ძარღვებში მიჩქეფს თერგი, რიონინაამბორალი,ნათაყვანები,ვარ პატარძალი მაყრიონით.
ვარ საქართველოპურით,მარილით,მიყვარს კლდეებში ჯიხვთა თარეში,ერთი ქართველიც ქვეყნად არ ივლისსიყვარულის და ლექსის გარეშე.