↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ერთი სიტყვა

გელაძე ლევან

2019-11-161 წთ საკითხავი1725 ნახვა

—
ერთი სიტყვა ცად ამზიდავს,მოქნეული დროზე, მარჯვედ,ერთი სიტყვა მე გამზრდის დაერთი სიტყვით გავიმარჯვებ.
გახსენ ბაგე, გახსენ წარბი,აკიაფდი დილის შუქად,თორემ ჟამი გარბის... გარბის...ვერ აყოვნებს ღობე, შუკა.…
ერთი სიტყვა ქვიშას გამრევს,გადამაქცევს მტვრად და მიწად,ერთი სიტყვით ნუ ამამღვრევ,ნუ მომიკლავ კაცად ვინც მწამს.
ერთი სიტყვა... ერთი სიტყვა...ერთხელ ჩემთვის გაიმეტე,ნუ დამაყრი კოხს და სეტვას,სანამ ძალგიძს, მაიმედე.
ამა სოფლად, ჰე რამდენი,ძალოვანი იქცა მონად,სიტყვა დამკარ, როგორც დენი,სიტყვა მტყორცნე ვარდის კონად.

გელაძე ლევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი