პოეზია · ლირიკა
* * * შავი კუბო აელვარდა კაბადონთან
ტ.გრანელსშავი კუბო აელვარდა კაბადონთან,შუქით ენთო პანაშვიდზე მოლოდინი.თეთრი ღამე მიდიაზე გაბატონდა,როიალმა მძაფრად იგრძნო ბოროდინი.აზიაში გლოვა იდგა აზიელთა,ქარში ბლები იმტვრეოდნენ დრეკადები.თუმცა დილით ქარიშხალი გაძლიერდა,ზღვაზე მაინც მიცურავენ ფრეგატები.