↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * შემრჩა მხოლოდ მწუხარება ძველი

ფირცხალაიშვილი თემურ

2019-08-121 წთ საკითხავი14827 ნახვა

—
შემრჩა მხოლოდ მწუხარება ძველი,ძველებურად აღარც გული ძგერს...ბევრმა ჩემზე ჩაიქნია ხელი,ბევრ ვინმეზე მეც ჩავიქნევ ხელს!მეტირება: ღმერთი, ხატი, რჯული,გვავიწყებენ - ღმერთსაც, ხატსაც, რჯულს...ბევრმა ჩემზე აიცრუა გული,ბევრ ვინმეზე მეც ვიცრუებ გულს!მქვია უკვე აღარაფრის შემძლე,სიყვარულით ვერ ანათებს მზეც...ბევრმა ფიქრი მოიშორა ჩემზე,ბევრ ვინმეზე აღარ ვფიქრობ მეც!ვიცი, ბედთან ზღაპარია ზავი,ცხოვრებასტანაც ვინ მაღირსებს ზავს...ბევრმა უცებ დამანება თავი,ბევრს დღეიდან მეც ვანებებ თავს!
ფირცხალაიშვილი თემურ

ფირცხალაიშვილი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი