პოეზია · ლირიკა
* * * ყოფნა მუდამ ვალებში
ყოფნა მუდამ ვალებშიბედისწერამ ინება.ცრემლი გაშრა თვალებში,გულში ჩაედინება.ბედს ვისგანაც მოველი,უბედოა ჩემსავით...რომ ფუჭია ყოველი,ნათელია დღესავით.ირგვლივ მხოლოდ წყვდიადი,ბობოქარი ზღვებია...გაქრა გრძნობა დიადი,ოცნებებიც ქრებიან.ცოცხლობს ხსოვნა მტანჯველი,სინანულიც ხშირია.დღემდე როგორ გავძელი,მართლა გასაკვირია.ჯვარცმულს - ლანდი სიკვდილის -მაშორებდა კამარებს...ღირსი - დაფნის გვირგვინის -ცოცხლად დამასამარეს.ბედს ვისგანაც მოველი,უბედოა ჩემსავით...რომ ფუჭია ყოველი,ნათელია დღესავით.