პოეზია · ლირიკა
* * * ყოფილა არც ისე ადვილი
ყოფილა არც ისე ადვილი:წარსული გახსოვდეს ყველგან...თქვენს გულში არა მაქვს ადგილი,მშვიდობით, მივდივარ თქვენგან!რას იზამ, ბედი მაქვს ასეთი,სიკეთე როდისღა ვნახო...ჩემს გამო ცრემლს დაღვრის არცერთითქვენგანი, კეთილო ხალხო!დრო მიდის... არც რამე მეშველა...ერთმანეთს ვშორდებით წყნარად!აღარ მსურს სიცოცხლე... თქვენ ყველა:უფალმა დაგლოცოთ მარად!!!