↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ყველა წავა იმქვეყნად

ფირცხალაიშვილი თემურ

2019-08-121 წთ საკითხავი14831 ნახვა

—
ყველა წავა იმქვეყნად: გულნამცეცა, გულდიდა,მორჩა! ჯვარი სწერია სათნოებას, მადლს...მერე თვალებს იხილავ ამოცვენილს ბუდიდან,ნახავ ძვლების გროვაში მოფუთფუთე მატლს!უცოდველი, ცოდვილი, ყველა საფლავს ჩავიდა,მღვრიე კუპრის მორევი გელოდება წინ...ხედავ: ტვინი ინთხევა გადახსნილი თავიდან,ლაბირინთში ჩონჩხების გზას გაიკვლევს ვინ!მოდის აპოკალიფსი! მრავალს სასო წაერთო!საბოლოოდ ისეთი დღე მოგელის, მტერს:გაიხრწნები... დალპები... ვინ გინაღვლებსსაერთოდ,შენც მოგაყრის გრიგალი დავიწყების მტვერს!მალე თვალებს იხილავ ამოცვენილს ბუდიდან,ნახავ თავის ქალაში მოუთფუთე მატლს...ყველა წავა იმქვეყნად: გულნამცეცა, გულდიდა,მორჩა! ჯვარი სწერია სათნოებას, მადლს!
ფირცხალაიშვილი თემურ

ფირცხალაიშვილი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი