პოეზია · ლირიკა
მზესუმზირები
მოუმკელ ყანას აჭრელებს ჭვავი,როგორ მომპალა ჩალის ძირები.რა გულსაკლავად ყრანტალებს ყვავი,მზეს არ უმზერენ მზესუმზირები.
სიკვდილის პირად მიღწეულს ჰგვანან,ფეხით მოგვალულ ბალახს ვეხები.უნდა და ვეღარ შრიალებს ყანადა ნაღმის ხმაზე თრთიან ვერხვები.
მიწის მუშები არ ჩანან არსად,ჭადრებია თუ გზაზე გზირები,მზეზე ფანტავენ ყავისფერ მარცვალსწელში მოხრილი მზესუმზირები.
გამოლევიათ ცვარი და ღონე,მილეულ ჩრდილებს ჰგვანან ყანები.სამშობლოს ცაზე მზე მაინც ვპოვედა დღეს ხვალინდელს ვეთაყვანები.
რა ფერი დაჰკრავთ, ტყვიის თუ ძუის?ტანკს დაუჯეკნავს გრძელი ჩრდილები.შინ დარჩენილი ნაგაზი ყმუისდა კანკალებენ მზესუმზირები.
მაინც შევატყვე, სიცოცხლე სჯერათ,დაბრუნდებიან მალე გმირებიდა ატყორცნილი თემშარის პირადმზეს უმღერებენ მზესუმზირები.
1943 წელი, ჩრდილოეთ კავკასია.