↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მზევინარი

ჩიქოვანი სიმონ

2007-04-131 წთ საკითხავი3253 ნახვა

—
მზე სად არი? მზე შინ არი,აკვანში წევს მზევინარი,მზევინარმა მზეს უმზირა,ვით გზის პირად მზესუმზირამდა ხმა მიწყდა მუხის ძირას.
მზე სად არი?მზე შინ არი,ბავშვს დაჰყურებს პირმცინარი.გალობს ძიძა უწყინარი,ბზის აკვანთან მზე ამოდის,დღე თენდება სახეირო,სად იყავ და რას ამბობდი?..ვერ გაგყვები სასეირნოდ,მე შინ ვარ და შინ ამოდი.
მზე სად არი? მზე შინ არიგალობს ძიძა უწყინარი,ბზის აკვანში დილას სძინავსდა ხმა წყდება მუხის ძირას.
ძიძა აღებს სახლის კარებსდა მზეს უმღერს უწინარეს.
1928 წელი.
ჩიქოვანი სიმონ

ჩიქოვანი სიმონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი