↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მზის ჩასვლა

ჩიქოვანი სიმონ

2009-04-131 წთ საკითხავი3221 ნახვა

—
ზღვისკიდე, მთები და გორაკები,ბორცვებზე მწვანე ჩაის ბუჩქები.ღელვა არვიცი ზღვაზე ნაკლები,მაგრამ მშვენების რიდით ვყუჩდები.
ჩრდილში ვდგავართ და ვხდები მორჩილი,ამწამს მესტუმრა ტალღა ჭადართან,მთები, ხუჭუჭი და აქოჩრილი,ზღვისკენ მიდიან მწუხრში,თანდათან.
გრძნობით სავსეა გულის ჭურჭელი,ცაცხვი მაგრილებს თუ ნიაქვარი.ჩემი ცხოვრების ერთი ფურცელიზღვაზე ირხევა,ვით იალქანი.
დღე ხევსურივით ეშვება ქერა,თუ ეფარება მიმწუხრის ლიბრი,-მეცმიყვარს ზღვაზე მზის ჩასვლის ცქერადა შემოდგომის დღეებზე ფიქრი.
1965 წელი.
ჩიქოვანი სიმონ

ჩიქოვანი სიმონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი