↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ღამურა

აკაკი წერეთელი 1840–1915

2026-07-182 წთ საკითხავი7495 ნახვა

—
(ზღაპარი)ერთმა უგნურმა თაგუნამიუკადრისა თაგვობა,დასწყევლა თვისი გაჩენა,ბუნების იწყო მან გმობა:“იმ უსამართლო ბუნებამთაგვად რად გამაჩინაო?მე სხვაგან ყოფნა მინდოდა,მან ჭერ-ქვეშ მომცა ბინაო!“ვის ეკადრება თაგვებთანკუდის ბზეკა და ლხენაო?მე შემშვენოდა ჩიტობა,რომ მეწყო აღმა ფრენაო.“რომ ვინმე ჩიტად მაქცევდეს,გამომაბამდეს ფრთებსაო,გავფრინდებოდი, ერთს წამსაგადავივლიდი მთებსაო!”რომ დაასრულა ეს ნატვრა,ნახა, რომ ფრთები ესხმებადა მეტის სიხარულითასაბრალოს თავბრუ ესხმება...ზიზღით შეხედა თვის ტოლებს,დაუყოვნებლივ ავარდა,ჩიტებში გამოერია,იმანაც გაინავარდა...ჩიტებმა ახედ-დახედეს,სთქვეს: “ვინ მოსულა ესაო?რა სჯულის ცხოველი არის?ჩვენთან ვინ გააწესაო?“თვალ-ტანადობა თაგვს უგავს,ფრთები ასხია ჩვენიო!როგორღაც კეთილ სულს არ ჰგავს...ჭირი არის და სენიო!“ეგება მტრებმა მოგზავნეს,შემოჩენილი იყოსო!არიქა, ფრთხილად იყავით,არავინ გაგვაბრიყვოსო!...”დაჰჟღივლეს, ჩაუნისკარტეს,გაჰკრეს-გამოჰკრეს ბრჭყალები,სისხლი ადინეს ღამურას,გამოუბნელეს თვალები!დაღმა დაეშვა ღამურა,მიმართა ისევ ძველ სადგურს...მაგრამ იქ უფრო შავი დღედაუდგა მაშინ უბედურს:თაგვებმა აითვალწუნეს,აღარ მიიღეს, რომ ნახეს,მივარდნენ ერთად საკბენად,“ჰკა მაგასაო!” დასძახეს...მაშინ კი მიხვდა ღამურა,რომ ანგარიში წაუხდადა მისი ნატვრა უგნურისაჭირბოროტოდ აუხდა!გვიანღა იყო! გაფრინდაგაკიცხულ, თავლაფდასხმული,ერთ ძველ ნანგრევში შეფრინდადა მოიბრუნა იქ გული.მას შემდეგ ნანგრევში ბუდობს,დღე-დღე ვერ ჩნდება სირცხვილითდა მუდამ ამას წრიპინობსკვნესით და გულის ტკივილით:“კრულ იყოს მისი სახელი,ვინც მთა გასცვალოს ბარზედა!თვის ტომის დამწუნებელსაჭირი მიუვა კარზედა!“ნურავინ ისხამს სხვის ქურქსადა ნუ სცვლის თვისსა ენასა,თორემ ბოლო დროს მოიმკისჩემსავით ცრემლთა დენასა!“გადაგვარების მოსურნებუნებისაგან კრულია!მისი პირადი ღირსებაყოველგან დაჩაგრულია!“ძველ ტომში გამოსხლეტილსაარ მოუშლიან კბენასადა ახალ ტომშიც გაჰკიცხვენ:დაუწუნებენ ფრენასა!“კრულია მისი ხსენება,ვინც დაჰგმობს დედა-ენასა,თვის ტომს ჰღალატობს და მითითვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!”...
1880 წ.
აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი