პოეზია · ლირიკა
ღამურა
აკაკი წერეთელი 1840–1915
ერთმა უგნურმა თაგუნამიუკადრისა თაგვობა,დასწყევლა თვისი გაჩენა,ბუნების იწყო მან გმობა:
იმ უსამართლო ბუნებამთაგვად რად გამაჩინაო?მე სხვაგან ყოფნა მინდოდა,მან ჭერქვეშ მომცა ბინაო!
,,ვის ეკადრება თაგვებთანკუდის ბზეკა და ლხენაო?მე შემშვენოდა ჩიტობა,რომ მეწყო აღმა ფრენაო.
,,რომ ვინმე ჩიტად მაქცევდეს,გამომაბამდეს ფრთებსაო,გავფრინდებოდი, ერთ წამსაგადავივლიდი მთებსაო!\"
რომ დაასრულა ეს ნატვრა,ნახა, რომ ფრთები ესხმებადა მეტის სიხარულითასაბრალოს თავბრუ ესმება...
ზიზღით შეხედა თვის ტოლებს,დაუყონებლივ ავარდა,ჩიტებში გამოერია,იმანაც გაინავარდა...
ჩიტებმა ახედ-დახედეს,სთქვეს: ,,ვინ მოსულა ესაო?რა სჯულის ცხოველი არის?ჩვენთან ვინ გააწესაო?
,,თვალტანადობა თაგვს უგავს,ფრთები ასხია ჩვენიო!როგორღაც კეთილ სულს არ ჰგავს...ჭირი არის და სენიო!
,,ეგება მტრებმა მოგზავნეს,შემოჩენილი იყოსო!არიქა, ფრთხილად იყავით,არავინ გაგვაბრიყვოსო!..\"
დასჟღივლეს, ჩაუნისკარტეს,გაჰკრეს, გამოჰკრეს ბრჭყალები,სისხლი ადინეს ღამურას,გამოუბნელეს თვალები!
დაღმა დაეშვა ღამურა,მიმართა ისევ ძველ სადგურს...მაგრამ იქ უფრო შავი დღედაუდგა მაშინ უბედურს:
თაგვებმა აითვალწუნეს,აღარ მიიღეს, რომ ნახეს,მივარდნენ ერთად საკბენად,,,ჰკა მაგასაო!\" დასძახეს...
მაშინ კი მიხვდა ღამურა,რომ ანგარიში წაუხდადა თვისი ნატვრა უგნურისაჭირბოროტოდ აუხდა!
გვიანღა იყო! გაფრინდაგაკიცხულ, თავლაფდასხმული,ერთ ძველ ნანგრევში შეფრინდადა მოიბრუნა იქ გული.
მას შემდეგ ნანგრევში ბუდობს,დღე-დღე ვერ ჩნდება სირცხვილით,და მუდამ ამას წრიპინებსკვნესით და გულისტკივილით:
,,კრულ იყოს მისი სახელი,ვინც მთა გასცვალოს ბარზედა!თვის ტომის დამწუნებელსაჭირი მიუვა კარზედა!
,,ნურავინ ისხამს სხვის ქურქსადა ნუ სცვლის თვისსა ენასა,თორემ ბოლო დროს მოიმკისჩემსავით ცრემლთა დენასა!
,,გადაგვარების მოსურნებუნებისაგან კრულია!მისი პირადი ღირსებაყოველგან დაჩაგრულია!
,,ძველ ტომში გამოსხლეტილსაარ მოუშლიან კბენასადა ახალ ტომშიც გაჰკიცხვენ:დაუწუნებენ ფრენასა!
,,კრულია მისი ხსენება,ვინც დაჰგმობს დედა-ენასა,თვის ტომს ჰღალატობს და მითითვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!..\