↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არსენას ლექსი

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13552 ნახვა

—
საქართველოში ვინც კი გაბედავს:კარგი შეაქოს, ავს უთხრას ცუდი -მან დაულოცოს ალგეთელ დედასჩემი ნამუსის პატარა ქუდი!
ნუ დამივიწყებს... აქაც დ იქაცდიდხანს სიცოცხლე გულით მინატროს,გულით აჯახოს ჭიქა ჩემს ჭიქას,კეთილი სიტყვით გზა გამინათოს.
ახსენოს ჩემი ქერა ულვაში,ასე წმინდად რომ გადარჩენილა,და თეთრი ჩოხა -დროთა ბრუნვაშიწვეთი სისხლიც რომ არ მჩნევია.
ხელით კი არა, გულით ასწიოს,ნუ დამივიწყებს, ოღონდ მახსენოს,და თუ მტრის ტყვიამ წამომაქციოსკეთილი სიტყვით წამომაყენოს!
1955 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი