პოეზია · ლირიკა
აღსარება წინაპარ პოეტს
წინაპარ პოეტს
ყველა სათქმელიუკვე თქვეს სხვებმა,მე მათი სევდა შემყვარებია.მე მათ სინაზეს თუ განრისხებასროგორც ხის ჩრდილებს შევფარებივარ...
მათ შრიალს ვუსმენ,მათ ფესვებს ვნატრობ,მათ ნაფუძარზე ამოსვლას ვცდილობ.იქნებ საწუთრომ არც მე დამაზროს,ვინ იცის,ერთ მგზავრს მეც მოვუჩრდილო!
სიყვარულის და სამშობლოს გარდარამდენი დარდი ჰქონიათ ძველად,გმობდნენ საწუთროს და თან უყვარდათჩვენზე ხანგრძლივად და ჩვენზე მწველად!
მათ ნახეს მტრობაც, ღალატიც, შურიცდა სამშობლოდან შორს გადაკარგვაც,დიდ მდინარეთა მე ვარ ნაჟური,ჩემს მცირე ნაღველს მე რა დავარქვა?!
1939 წ. თვლადი.