↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩაბრუნებული მზერა

ალხაზიშვილი გივი

2026-07-181 წთ საკითხავი10694 ნახვა

—
/თებერვლის ეპისტოლე/
...იმ ქალს რა უნდა,ფანჯრიდან რომ გიყურებს?ათი წელია აქ არ არისდა როგორ გიყურებს...სად მიგაცილებს მისი მზერა?!
.....................................
ივსები ბინდით,შეგატოვეს ღამის წვეთოვანს,თოვლია შენში და შენ ფიქრობ:შესაძლოა, ტანჯულ თვალებს ჩამოეთოვაამ მთაგორებზე და არა ზეცას,ამინდის ნაცვლად მტკივნეული ჟამი ფეიქრობს,გადაათეთრა შენი თვალებიდა ჰორიზონტის ყულფი შეიკრა....
ხვალამდე დროა,ელოდები სისხლნაკლულ დონორს _იანვრის მზეს და ეფიცხები წუთს მოსალოდნელს,უღიმი მედდას,ჩალურჯებულ ვენას უჩვენებ,როგორც მკლავზე ამოსულ იასდა გიხარია, დღეს რომ ტკივილს გაგიყუჩებენ.
რა საგრძნობია, რომ აქ ვიღაც დადის უჩუმრადდა შორი_ახლო ისევ ეთრევა,სწორედ აქ, სადაც სიყვარულიადა რაც გასავლელ დღეებს გამსჭვალავსტკივილის მზეა,შიშის ხმაა და სიმკვეთრეა.
ვერ იმალები ვერც სიტყვაში და ვერც დუმილში,აღარც ღიმილში დარჩენილა შენი ადგილი,აღარც ხმაშიდა თუ მიაღწევ მხოლოდ კვნესამდე,და მთელი ღამე ისე გმარცვლავს წამოკვნესები,თითქოს ხსოვნაში ატკივებულ წუთებს თესავდე.
უცნობი ხედი ფანჯრებიდან და უცაბედიფიქრის სიმწარე,თავის დახრა და არიდებათვალის, რომელიც კარგავს დასაყრდენსდა ჩაბრუნდება თავის სიღრმეში,რომ თავდაპირველ ბინდში დასახლდე.
13. 2. 10. წ.
ალხაზიშვილი გივი

ალხაზიშვილი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი